ისტორიის გაკვეთილის გეგმა,რეფლექსია-თეონა შოთაძე
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: თეონა შოტაძე/61008007735
საგანი: ისტორია
სწავლების საფეხური/კლასი: XI
მოსწავლეთა რაოდენობა:14
თარიღი:25/12/2018
გაკვეთილის თემა: „ალექსანდრე მაკედონელის ეპოქა“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ფაქტებისა და მოვლენების
დაკავშირებას მაკედონელის ეპოქასთან.მოსწავლეები იმსჯელებენ ალექსანდრე
მაკედონელის პიროვნული თვისებების შესახებ.გააანალიზებენ მისი მოღვაწეობის
მნიშვნელობას ძველი მსოფლიო ისტორიაში.განსაზღვრავენ ალექსანდრეს ლაშქრობების
მარშრუტს შესაბამის რუკებზე.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
მასწავლებელი მოსწავლეებს
ახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს და აცნობს შეფასების კრიტერიუმებს.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
ქცევის წესები, შეფასების
რუბრიკა
|
1 წთ
|
2
|
მასწავლებელი აცნობს
მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს: ალექსანდრე მაკედონელისა მოღვაწეობისა და მისი
ეპოქის გაანალიზება
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო
|
1წთ
|
3
|
წინარე ცოდნის გააქტიურება
კითხვა-პასუხი:
1.სახელმწიფო მმართველობის
როგორი ფორმა არსებობდა ბერძნულ პოლისებში-ათენსა და სპარტაში?
2. რით განსხვავდებოდნენ
ერთმანეთისგან სპარტელები და ათენელები?
3.რამ გამოიწვია ათენისა და
სპარტის დასუსტება?
4.დააკვირდით დაფაზე დაწერილ
ამონარიდს ცნობილი პიროვნების ეპიტაფიიდან-„ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა
მისთვის,ვისაც არ ყოფნიდა მთელი სამყარო.“-ვის მიემართება, თქვენი აზრით, ეს
სიტყვები?
|
გონებრივი იერიში, ფრონტალური
კითხვები
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო
|
5წთ
|
4
|
მასწავლებელი მოკლედ აცნობს
მოსწავლეებს მაკედონიის სამეფოს დაწინაურების მიზეზებს, ასევე ალექსანდრეს
ლაშქრობებს აღმოსავლეთში და მის როლს ძველი მსოფლიოსისტორიაში
|
მინი-ლექცია
|
მთელი კლასი
|
5წთ
|
|
5
|
მასწავლებელი ავალებს ჯგუფებს
სახელმძღვანელოში არსებული მასალის გაცნობა-გააზრებას და მის პრეზენტირებას.
1 ჯგუფი გაეცნობა ქვეთავს:
მაკედონია და უპასუხებს შემდეგ კითხვებს:
1.რომელ ზღვაში მდებარეობს
ბალკანეთის ნახევარკუნძული და მაკედონია?
2.მეურნეობის რომელი დარგები
იყო განვითარებული მაკედონიაში?
3.გაიხსენე პირველი რეგულარული
ჯარი ისტორიაში რომელმა ხალხებმა შექმნეს?
4.ცხრილი სახით წარმოადგინეთ
ფილიპე მაკედონელის მიერ გატარებული სამხედრო,ეკონომიკური და პოლიტიკური
რეფორმები.
2 ჯგუფი დაამუშავებს ქვეთავს-
ალექსანდრეს ლაშქრობები აღმოსავლეთში და გასცემს პასუხს შემდეგ კითხვებს:
1.როგორ გარდაიცვალა
დარიოს III?
2.რატომ განაცხადეს მაკედონელებმა
ლაშქრობის გაგრძელებაზე უარი?
3.რომელი ქალაქი გამოაცხადა
ალექსანდრემ იმპერიის სატახტო ქალაქად?
4.როდის და რა ვითარებაში
გარდაიცვალა მაკედონელი?
3ჯგუფი მუშაობს
რუკაზე ალექსანდრეს ლაშქრობების მარშრუტის დასადგენად და პასუხობს
კითხვებს:
1.რომელი ქალაქები დაიპყრო
მაკედონელმა?
2.რომელი გზით დაბრუნდა
ალექსანდრეს საზღვაო ფლოტი უკან?
3.შემოხაზეთ ალექსანდრეს უკან
დაბრუნების სახმელეთო გზა?
4.რა შედეგებით დასრულდა
ალექსანდრეს ლაშქრობები?
4 ჯგუფი ეცნობა ისტორიულ წყაროს
ალექსანდრე მაკედონელის პიროვნების შესახებ და პასუხობენ კითხვებს?
1.ვინ იყო ალექსანდრეს
მასწავლებელი?
2.რომელ ქართველ მეფეს
ამსგავსებთ წიგნების სიყვარულით?
3. რამდენი ახალი ქალაქი დაარსა
მაკედონელმა?
4.როგორ გამოხატავდა
პატივისცემას დაპყრობილი ხალხის მიმართ?
5. დაპყრობების გარდა როგორ
ავითარებდა კულტურულ ურთიერთობას აღმოსავლეთთან?
5 ჯგუფი მუშაობს ელინისტური
ეპოქის ამსახველ და ალექსანდრეს ლაშქრობების ამსახველ რუკაზე და ევალებათ
მოძებნონ და ამოწერონ რომელი ელინისტური სახელმწიფოები ჩამოყალიბდა მაკედონელის
გარდაცვალების შემდეგ,ასევე პასუხობენ კითხვებს სახელმძღვანელოს რუკის
დახმარებით
1.რისთვის იბრძოდა
ალექსანდრე მაკედონელი?
2.როგორ დასრულდა ეს
დაპირისპირება?
3.რუკის მიხედვით,ილაშქრა თუ
არა ალექსანდრე მაკედონელმა კავკასიაში?
|
ჯგუფებში მუშაობა
|
ჯგუფური
|
სამუშაო ფურცლები, რუკა,
სახელმძღვანელო
|
10წთ
|
6
|
ჯგუფების მიერ შესრულებული
სამუშაოს პრეზენტირება( ჯგუფის თოთოეული წევრი კითხულობს შესრულებულ
დავალებას)მასწავლებელი საჭიროებისამებრ სვამს დამაზუსტებელ შეკითხვებს, ასევე
ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ თითო შეკითხვას თემის შესახებ.
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
15წთ
|
|
7
|
საშინაო დავალება
საგაკვეთილო მასალაში
წარმოდგენილი დავალებების N 2.3შესრულება. ფილმის „ალექსანდრე
დიდის“ ნახვა და შთაბეჭდილებების წერილობითი სახით წარმოდგენა
|
დაფაზე ჩანაწერის გაკეთება
|
მთელი კლასი
|
დაფა, სახელმძღვანელო
|
1წთ
|
8
|
შეფასება
|
განმავითარებელი
|
ჯგუფური
|
შეფასების რუბრიკა
|
2წთ
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ისტ.XI.1. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულეპოქებთან.
ისტ.XI. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა
ქვეყნის, ისტორიულ- ეთნოგრაფიულიმხარისა და გეოგრაფიული
ობიექტის მდებარეობა რუკაზე.
ისტ. XI 4. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე
ქვეყნისისტორიაში.
შეფასება:
ჯგუფური შეფასების რუბრიკა
(მოსწავლის
შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან უნდა ერთვოდეს გეგმას)
ხელმოწერა:
თარიღი:
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა
დამაკმაკოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა
მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული
|
უმრავლესობა ჩართულია
|
ყველა ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის
გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს
და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ
ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ
ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან
ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მოყვებიან
ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
სამუშაო
ფურცელი ჯგუფი N1
კითხვები:
1.რომელ ზღვაში
მდებარეობს ბალკანეთის ნახევარკუნძული და მაკედონია?
2.მეურნეობის
რომელი დარგები იყო განვითარებული მაკედონიაში?
3.გაიხსენე
პირველი რეგულარული ჯარი რომელმა ხალხებმა შექმნეს?
4.ცხრილი
სახით წარმოადგინეთ ფილიპე მაკედონელის მიერ გატარებული სამხედრო,ეკონომიკური და
პოლიტიკური რეფორმები.
სამხედრო
|
ეკონომიკური
|
პოლიტიკური
|
სამუშაო
ფურცელი ჯგუფი N2
კითხვები:
1.როგორ
გარდაიცვალა დარიოს III?
2.რატომ
განაცხადეს მაკედონელებმა ლაშქრობის გაგრძელებაზე უარი?
3.რომელი
ქალაქი გამოაცხადა ალექსანდრემ იმპერიის სატახტო ქალაქად?
4.როდის
და რა ვითარებაში გარდაიცვალა მაკედონელი?
სამუშაო
ფურცელი ჯგუფი N3
კითხვები:
1.რომელი
ქალაქები დაიპყრო მაკედონელმა?
2.რომელი
გზით დაბრუნდა ალექსანდრეს საზღვაო ფლოტი უკან?
3.შემოხაზეთ
ალექსანდრეს უკან დაბრუნების სახმელეთო გზა?
4.რა
შედეგებით დასრულდა ალექსანდრეს ლაშქრობები?
სამუშაო
ფურცელი ჯგუფი N 4
კითხვები
1.ვინ
იყო ალექსანდრეს მასწავლებელი?
2.რომელ
ქართველ მეფეს ამსგავსებთ წიგნების სიყვარულით?
3.
რამდენი ახალი ქალაქი დაარსა მაკედონელმა?
4.როგორ
გამოხატავდა პატივისცემას დაპყრობილი ხალხის მიმართ?
5.
დაპყრობების გარდა როგორ ავითარებდა კულტურულ ურთიერთობას აღმოსავლეთთან?
სამუშაო
ფურცელი ჯგუფი N 5
კითხვები
მოძებნეთ
რუკაზე და ამოწერეთ ის ელინისტური სახელმწიფოები რომლებიც ჩამოყალიბდა ალექსანდრეს
გარდაცვალების შემდეგ.
გამოიყენეთ
სახელმძღვანელოს რუკა „ალექსანდრეს ლაშქრობები“
1.რისთვის იბრძოდა
ალექსანდრე მაკედონელი?
2.როგორ
დასრულდა ეს დაპირისპირება?
3.რუკის
მიხედვით,ილაშქრა თუ არა ალექსანდრე მაკედონელმა კავკასიაში?
რეფლექსია XI დ კლასში
ჩატარებულ გაკვეთილზე
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო ფაქტების და მოვლენების დაკავშირება
ალექსანდრე მაკედონელის ეპოქასთან.მისი
მოღვაწეობის მნიშვნელობის გაგება-გააზრება. ალექსანდრეს ლაშქრობების მარშრუტის
განსაზღვრა შესაბამის რუკებზე.
გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს შევახსენე ქცევის წესები
თვალსაჩინოების სახით, ასევე წინასწარ გავაცანი შეფასების კრიტერიუმები,რათა არ
დაკარგულიყო დრო არასაგაკვეთილო აქტივობებზე და განმავითარებელი შეფასება ყოფილიყო
ვალიდური და გამჭვირვალე.
მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, წინარე ცოდნის
გასააქტიურებლად მივმართე გონებრივი იერიშის მეთოდს, რაც დამეხმარა არსებული
ცოდნის ახალ მასალასთან დაკავშირებაში.
მოსწავლეებს გავაცანი მაკედონიის პოლისის დაწინაურების
მიზეზები, ასევე ალექსანდრეს ლაშქრობები აღმოსავლეთში, რისთვისაც რესურსად
გამოვიყენე სლაიდშოუ. ამის შემდეგ წინასწარ შექმნილ ჯგუფებს დავურიგე
სამუშაო ფურცლები, სადაც მოცემული იყო თოთოეული ჯგუფისთვის წინასწარ შემუშავებული
კითხვები.პირველ ჯგუფს დაევალა,გასცნობოდნენ ქვეთავს: „მაკედონია“ და გაეცათ
პასუხები შესაბამის კითხვებზე. მეორე ჯგუფს დაევალა, დაემუშავებინათ ქვეთავი:
„ალექსანდრეს ლაშქრობები აღმოსავლეთში“ და ამის მიხედვით ეპასუხათ შესაბამის
კითხვებზე.მესამე ჯგუფი ორიენტირებული იყო ალექსანდრეს ლაშქრობების მარშრუტის
დადგენაზე სახელმძღვანელოში მოცემული შესაბამისი რუკის მიხედვით და გაეცათ
კითხვებზე პასუხი.მეოთხე ჯგუფი გაეცნო ისტორიულ წყაროს ალექსანდრე მაკედონელის
პიროვნების შესახებ და უპასუხა შესაბამის კითხვებს. მეხუთე ჯგუფმა
იმუშავა ელინისტური და ალექსანდრეს ლაშქრობების ამსახველ რუკაზე და ასევე
შესაბამის კითხვებზე.
თითოეული ჯგუფის დავალება მიზნად ისახავდა ალექსანდრე
მაკედონელის ეპოქის კარგად გააზრებას, კავშირ-ურთიერთობების დადგენას, მისი როლის
განსაზღვრას ძველ მსოფლიო ისტორიაში, შესაბამისი რესურსების განსაზღვრულ დროის
ლიმიტში დამუშავებას. მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფებმა უპასუხეს შესაბამის
კითხვებს, რითაც მოხერხდა თითოეული მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. მე
ჯგუფის მუშაობის პროცესში და შემდეგაც შემოვიფარგლებოდი ფასილიტატორის როლით და
ვსვამდი დამაზუსტებელ შეკითხვებს საჭიროების შემთხვევაში.
პრეზენტირების შემდეგ შევაჯამეთ მიღებული ცოდნა და დავუკავშირეთ
წინარე გამოცდილებას. ამის შემდეგ მათ მივეცი საშინაო დავალება წერილობით
შეესრულებინათ სახელმძღვანელოს დავალებები: , ასევე დავავალე ფილმის „ალექსანდრე დიდის“ ნახვა და შთაბეჭდილებების
წერილობითი სახით წარმოდგენა , რაც ჩემი აზრით ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის
ხანგრძლივ მეხსიერებაში დალექვას და ასევე განამტკიცებს საგანთშორის
კავშირებს(ისტორია-ხელოვნება).
გაკვეთილის ბოლოს გამოვიყენე ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი
შეფასების რუბრიკა, ასევე მოსწავლეთა ჩართულობა წავახალისე სხვადასხვა ფერის
განმასხვავებელი სტიკერებით.
გაკვეთილის პროცესში გეგმის მოდიფიცირების საჭიროება არ
დამდგარა.
ვფიქრობ მიღწეული შედეგი საგაკვეთილო მიზნებთან რელევანტურია,
მოსწავლეებმა გაიაზრეს მაკედონელის ეპოქის მთავარი პოლიტიკური მოვლენები,
აქტივობები იყო მრავალფეროვანი და მარალ სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული. დროის
ლიმიტი გამოვიყენე ეფექტურად. მოსწავლეები ჩართული იყვნენ საგაკვეთილო პროცესში.
გაკვეთილის უარყოფით
მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა მეტყველების კულტურის ხარვეზი და ვფიქრობ, აღნიშნული
პრობლემის დაძლევაში დამეხმარება ისეთი საკლასო აქტივობების დაგეგმვა, როგორებიცაა
დისკუსია და დებატები.
No comments:
Post a Comment